საქართველოში ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებასთან დაკავშირებით კამპანია იწყება
საქართველო, თბილისი - 16:07 | 04.04.2018 ნანახია: 1268
დღეს „თანასწორობის მოძრაობა“ კამპანიის „ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა საქართველოში“ საჯარო პრეზენტაციას გამართავს.
გავრცელებული ცნობით, „თანასწორობის მოძრაობა“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია არსებული საკანონმდებლო უთანასწორობის ნაწილობრივი აღმოფხვრა, სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების გზით.
"უკანასკნელი წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ აქტიურად განიხილებოდა ქორწინების კონსტიტუციურად რეგულირების საკითხი. აღნიშნული ინიციატივა 2017 წელს ქართულმა ოცნებამ სისრულეში მოიყვანა და ქორწინების ცნება კონსტიტუციაში განისაზღვრა, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება ისედაც აკრძალული იყო კანონმდებლობით, ქართული ოცნების მიერ განხორციელებული შესწორება, ცალსახა ჰომოფობიურ სარჩულს ატარებდა და ხელს უწყობს ლგბტ ადამიანების მიმართ ნეგატიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას საზოგადოებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლგბტ თემს 2017 წლამდე არასოდეს დაუყენებია ქორწინების თანასწორობის საკითხი და ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული თემის წინ წამოწევით მოსახლეობის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდა სხვა, საზოგადოებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხზე. შედეგად კი სახელმწიფო თავად იქცა დისკრიმინაციის და ჩაგვრის ინიციატორად კონსტიტუციის დონეზე.
არსებულ ვითარებაში „თანასწორობის მოძრაობა“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია არსებული საკანონმდებლო უთანასწორობის ნაწილობრივი აღმოფხვრა, სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების გზით. აღნიშნული ინიციატივა ასევე თანხვედრაში მოდის ვენეციის კომისიის დასკვნასთან, რომელიც მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს „გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები და სამართლებრივად აღიაროს სამოქალაქო კავშირები, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის“.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არ არის დაცული ლგბტ წყვილის ქონებრივი და პირადი უფლებები. წყვილის, რომელიც თანაცხოვრებას დიდი ხანია ეწევა და რომელსაც საერთო მეურნეობა აქვს, ქონებრივი უფლებები საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. არ არსებობს მექანიზმი იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი თანასწორობა და მისცეს სათანადო სამართლებრივი გარანტიები. უფრო კონკრეტულად, თუ ადამიანებმა საკუთარი კავშირი იურიდიულად არ გააფორმეს, მაშინ მათი ურთიერთობა იურიდიულ შედეგებს არ იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ წარმოადგენს ქორწინების თანასწორ ინსტიტუტს. იგი არ ითვალისწინებს შვილად აყვანის უფლებას და მხოლოდ აწესრიგებს იმ საბაზისო უფლებებს, რომელსაც სახელმწიფო ქორწინებაში მყოფი განსხვავებული სქესის მქონე წყვილებს ანიჭებს", - აღნიშნავენ „თანასწორობის მოძრაობაში“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















