ეგეოსის ზღვაში 6 მიგრანტი ბავშვი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 14:49 | 27.11.2015
ნანახია: 1894

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საზღვართან შტორმის დროს 6 მიგრანტი ბავშვი დაიღუპა.
სააგენტო Anadolu -ის ინფორმაციით, ხის ნავი, რომელსაც საბერძნეთის კუნძულზე 20 ადამიანი გადაჰყვადა, ეგეოსის ზღვაში ბოდრუმთან ახლოს გადაბრუნდა. მაშველების დახმარებით მიგრანტების უმეტესობამ ნაპირამდე მიაღწია. თუმცა დების - 4 წლისა და 1 წლის გოგონების გადარჩენე ვერ მოხერხდა, მათი ეროვნება უცნობია.

თურქული მედია კიდევ 4 ბავშვის დაღუპვის შესახებ იუწყება. ნავი, რომელშიც 55 სირიელი და ავღანელი მიგრანტი იმყოფებოდა, თურქეთის ქალაქ აივაჯიკთან ახლოს ჩაიძირა, რის შედეგადც 4 ავღანელი ბავშვი დაიხრჩო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე