თბილისის ოპერის თეატრში ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 15:51 | 11.04.2018 ნანახია: 2084
12 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება უდიდესი ქართველი ტენორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, ზურაბ ანჯაფარიძის ბიოგრაფიული წიგნის „სხივი დიდ თეატრში“ პრეზენტაცია.
წიგნის ავტორია გივი სიხარულიძე, რომელმაც ნოველებად შეკრა მოგონებები, მომღერლის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ამსახველი ფრაგმენტები. აქვეა გამოჩენილი ქართველი ხელოვანების შეფასებები. წიგნი ილუსტრირებულია საარქივო ფოტოებით.
12 აპრილს ზურაბ ანჯაფარიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. წიგნის „სხივი დიდ თეატრში“ პრეზენტაციას, ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების დღეზე, მომღერლის ახლობლები, მისი შემოქმედების მოყვარულები, მუსიკალური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან.
15 აპრილს, თბილისის ოპერის თეატრი თავის საპრემიერო სპექტაკლს, პუჩინის „ტურანდოტს“, ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას მიუძღვნის.
ზურაბ ანჯაფარიძემ 1952 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი). 1952–1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959–1970 წლებში - მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. 1970 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება. 1972 წლიდან იგი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ კათედრაზე, ხოლო 1975 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრაზე. 1979 – 1982 წლებში ზურაბ ანჯაფარიძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი იყო.
1961 წელს ზურაბ ანჯაფარიძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს გახდა სსრკ სახალხო არტისტი, ხოლო 1971 წელს ზაქარია ფალიაშვილის პრემია მიენიჭა.
სხვადასხვა წლებში, მომღერლის მიერ შესრულებულ მრავალრიცხოვან პარტიას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ბაში-აჩუკი (კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), პუშკინი და ერისთავი (თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსენა (ბუკიას "არსენა"), გერმანი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის "პიკი ქალი", "იოლანტა"), ოტრეპიევი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი, ოტელო (ვერდის "აიდა", "დონ-კარლოსი", "რიგოლეტო", „ოტელო“), კავარადოსი (პუჩინის "ტოსკა"), ფაუსტი (გუნოს "ფაუსტი") და სხვა.
გერმანის სახე ზურაბ ანჯაფარიძის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. ქართველი ტენორის შემოქმედების თაყვანისმცემელთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდა პეტრე ჩაიკოვსკის “პიკის ქალის” ეკრანიზაციის შემდეგ, სადაც იგი გერმანის როლს ახმოვანებდა. ამ ფილმმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.
ზურაბ ანჯაფარიძე წარმატებით მღეროდა არამარტო საოპერო სცენაზე, იგი საუცხოო კამერული მომღერალიც იყო. მის რეპერტუარს ამშვენებდა ქართული რომანსები, ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ კომპოზიტორთა კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო პროგრამაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის, პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, ნიკოლოზ რიმსკი–კორსაკოვის რომანსებს. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა “შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო” დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა.
ზურაბ ანჯაფარიძე 1997 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















