ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - პაოლო ალი
საქართველო, თბილისი - 11:32 | 23.04.2018 ნანახია: 1132
ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე.
"გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი.
ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში, რუსეთი ბრძოლობს, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- განაცხადა პაოლო ალიმ.
მისივე განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.
„ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატო-მ ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა“,- აღნიშნა პაოლო ალიმ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა.
„ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას და საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაღრმაოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა. მინდა ხაზი გავუსვა სწორედ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ერთგვარ კოლეგიალურ თანამშრომლობას და მადლობა გადავუხადო ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, დღევანდელი სემინარის ორგანიზებისთვის.
2018 წელი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. სამ წელიწადში, მაშინ ახალგაზრდა რესპუბლიკამ, საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა 1921 წელს წითელმა არმიამ გაანადგურა ევროპული პერსპექტივები“,- განაცხადა პაოლო ალიმ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















