სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს -რესპუბლიკური პარტია
საქართველო, თბილისი - 16:10 | 23.04.2018 ნანახია: 1445
"რესპუბლიკურ პარტიას" მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
როგორც განცხადებაში წერია, "რესპუბლიკური პარტია" გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
„ჯი-ეიჩ-ენი“ „რესპუბლიკებელის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია ყურადღებით აკვირდება მეზობელი სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიული უფლებების დაცვისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებს. აქციებს ხელმძღვანელობს ლიბერალური მიმართულების პარტია, რომელიც ღიად უპირისპირდება ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნას და ევროპული ინტეგრაციის ფლაგმანია ქვეყანაში.
ჩვენი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, განახორციელა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან თითქოს გადავიდა საპარლამენტო–რესპუბლიკურ მოდელზე, მაგრამ სინამდვილეში იმავე პოლიტიკური სახეებით ჩამოყალიბდა "პრემიერის რესპუბლიკის" კლანურ–ავტორიტარული სისტემა.
ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის ხელისუფლების ლიდერის ცინიკური მოქმედება, როდესაც მან სატელევიზო ეთერში საჯაროდ ოპოზიციის ლიდერის ნიკოლა პაშინიანის მიმართ გაჟღერებული მუქარები მყისიერად აღასრულა, რასაც მოჰყვა როგორც პაშინიანის და ოპოზიციის სხვა ლიდერების, მათ შორის სამი პარლამენტარის, დაკავება, მათ წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წაყენება და ძალისმიერად ჩამოცილება საპროტესტო აქციებიდან.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას.
საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ 13 აპრილს დაიწყო.
მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათი ქმედება შეაჩერა. ურთიერთშეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს მომიტინგეებმა განაცხადეს სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ.
პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი მაინც აირჩია პრემიერ-მინისტრად.
აქცია სომხეთის დედაქალაქში მე-10 დღეა გრძელდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















