ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და ე. წ. ციანიდის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 24.04.2018 ნანახია: 1123
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 21 აპრილს გამოქვეყნდა, მიმოხილულია ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) ავრცელებს.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და ე. წ. ციანიდის საქმეები ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო, რადგან მოწმეები, რომლებიც სამართალდამცავები იყვნენ, არ გამოცხადნენ სასამართლოში. 2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ მხოლოდ 10000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პროკურატურამაც და ბრალდებულმაც. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააპროტესტა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებით სასამართლო, პერსპექტივაში, საფრთხეს უქმნის პოლიციის განყოფილებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულ უფლებადამცველებს, რომლებიც შესაძლოა, გახდნენ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა FIDH -თან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს აქამდე ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება და აგრეთვე, უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მომავალშიც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ე.წ. „ციანიდის საქმე“ 2017 წლიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და იმ უფლებადარღვევებზე, რაც საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განხორციელდა. ანგარიშში ნათქვამია რომ სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსების მხრიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, ასევე სასამართლო სხდომების დაუსაბუთებლად დახურვაზე და საეჭვო მტკიცებულებზე. აღნიშნული დარღვევები უფლებას ართმევდა ბრალდებულს და მის ადვოკატებს რომ სათანადოდ დაეცვათ მისი ინტერესები და - სამართლიანი სასამართლოს უფლება. ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, რაც სასამართლო სხდომების დაუსაბუთებელ დახურვაში გამოიხატა. სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დახურულიყო მხოლოდ სხდომების ის ნაწილი, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემები ქვეყნდებოდა.
გიორგი მდინარაძისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე მდოგომარეობასა და საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ გატაცებებზე. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს აფგან მუხთარლის საქმეზე, მედიის თავისუფლებაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















