ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:46 | 26.04.2018 ნანახია: 930
ბრიუსელში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-11 შეხვედრა. შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე მხარებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2017 წლის 16 მაისის შეხვედრის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის დამტკიცების, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის კუთხით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ამ და სხვა ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხს. ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა ცხადყოფს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას და ადასტურებს ადგილზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საჭიროებას. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტრუქციული ჩართულობისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
მხარეებმა დაადასტურეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიიღეს დიალოგის შემაჯამებელი ერთობლივი განცხადება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















