რაც უფრო ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა - კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:01 | 30.04.2018 ნანახია: 1154
სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება.
„გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბატონ ვეს მიტჩელთან და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მოვისმინე მისი მკაფიო მხარდამჭერი მოსაზრებები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიაონობის, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენი აქ ყოფნა, ისევე, როგორც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფნა საქართველოში, არის მკაფიო დადასტურება ერთის მხრივ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ და ასევე, რა თქმა უნდა, ნატოს მხარდაჭერისა და მის მიერ საქართველოს პროგრესისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღიარებისა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 27 წელს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად გაიწვია სამხედროები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ გადახდა საქართველოს თავს. ათასობით სამხედრომ გაწირა სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რუსულ ოკუაციასთან ბრძოლაში და ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. დღეს ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ საქართველოს გმირების ხსოვნას და მეორეს მხრივ, ყველანი ამაყები ვართ იმ ტრადიციით, რომელიც ამ 27 წლის განმავლობაში შეიქმნა და იმ ერთობლივი ბრძოლის ტრადიციითაც, რომელიც ნატოსთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებულად ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად.
ბოლო წლებში ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















