გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ კონფერენცია გამართა
საქართველო, თბილისი - 13:56 | 02.05.2018 ნანახია: 2288
„გალტ & თაგარტმა“ ტურიზმის სექტორის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. „გალტ & თაგარტი“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდნენ - ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები.
„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევაში, დეტალურად არის განხილული ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები - ვიზიტორების დინამიკა, ტურისტული ბუმის მიზეზები, განთავსების ობიექტების დინამიკა, ტურისტულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ყურადღება არის გამახვილებული ტურიზმის რიგ მიმართულებებზე, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები და მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის მიხედვით ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწევია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შადგინა.
„გალტ & თაგარტის“ კვლევაში საუბარია, პროგნოზებზე მომავალი წლების განმავლობაში, მათ შორის აღნიშნულია, რომ წელს შესაძლოა საქართველოს 4,2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, რომლის მთავარი თემა უახლოესი 5 წლის მანძილზე 7 მილიონი ტურისტის მასპინძლობა და მათი დახვედრის მზაობა გახლდათ.
„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ აღიქვამს ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობს მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















