შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი - ადა მარშანია
საქართველო, თბილისი - 16:29 | 02.05.2018 ნანახია: 1330
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებაში პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.
„ბატონო პრეზიდენტო უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც დავინახოთ კარგად ის ჩვენი ჩრდილო მეზობელი. ბავშვობიდან ვიცნობთ მე მგონი ჩვენ კარგად ყველა. ზოგი სწავლობდა, ზოგიც ახლაც იქ სწავლობს და ცხოვრობს და მუშაობს სხვათაშორის. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ მოღვაწეობს და ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენ ერთმანეთს. გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა", - მიმართა ადა მარშანიამ გიორგი მარგველაშვილს.
მან აქვე გიგა ბოკერიას მიმართა და თხოვა, რომ ნუ ნერგავს საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობას.
"ძალიან გთხოვთ ბატონო ბოკერია, თქვენ ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებულად ახალგაზრდა თაობაში ანტირუსულ განწყობას. კი ბატონო პუტინი გძულდეთ, რა ჩემი საქმეა. გინდ გძულდეთ, გინდ არ გძულდეთ. საერთოდ პოლიტიკაში სიყვარული- სიძულვილი არ ვიცი მე. ბატონო ბოკერია, თქვენ სად გასწავლეს ეს ამბავი? პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი პირველ რიგში ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. აი ეს მინდა შეგახსენოთ და ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი. ანგარიშგასაწევი ქვეყანა", - აღნიშნა ადა მარშანიამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















