ვინ არის ადამიანი, რომელმაც ხვამლის მთის საიდუმლოება ამოხსნა
საქართველო, თბილისი - 13:18 | 30.11.2015 ნანახია: 7242
პარაფსიქოლოგი ნანა მამაგულაშვილი ხვამლის მთის საიდომლოებებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ გამოეკვლია ყველაფერი ის, რაც ამ მთის გარშემო იმალება. სულ ახლახანს ქალბატონმა ნანამ, ხვამლის მთაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. როგორც აღმოჩნდა, ეს მთა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ამ მთის საიდუმლოება ნანა მამაგულაშვილმა უკვე ამოხსნა. ამბობს, რომ ეს მთა სრულიად საქართველოს მფარველობს.
- რატომ დაინტერესდით ხვამლის მთით?
- დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ამ მთის შესახებ და დიდი ხანია ამ მთის გარშემო ვმუშაობ. ის არის მისტიკური მთა, ანუ აისახება როგორც იდუმალებით მოცული მთა. ეს მთა სრულიად საქართველოს იცავს. ძალიან დიდი ძალა აქვს. მთა, რომელიც ძალიან დიდი ენერგიების მატარებელია, ენერგია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება კოსმიურ ბალანსებს. ამ მთას სამკურნალო დატვირთვაც აქვს, მაგრამ უნდა იცოდე როდის და რა მომენტში უნდა ახვიდე.
- რას გულისხმობთ ამ მისტიკაში?
- ამ მთას აქვს ძალიან ბევრი გამავალი-შემავალი ზონები, აგრეთვე აისახება ბევრი მღვიმეები და შიდა ღრმულები. ასევე, აქვს ძალიან დიდი მიმოქცევის საშუალება.
- როგორც ვიცი, თქვენ შექმენით სპეიალური რუქაც...
- ამ რუქის შექმნაზე დამჭირდა საკმაოდ დიდი დრო, სადაც შექმნილია და ასახულია ხვამლის მთის მდგომარეობა. ამ მთაში არის კიდევ მთა, ანუ მთის შუა ღრმული. აქ არის ასახული ყველა ის ზონა და წერტილი, რომლის საშუალებითაც შეიძლება იხელმძღვანელოს ადამიანმა.
- საზოგადოებისთვის რისი მომცემია ეს ყველაფერი?
- ეს რუქა საზოგადოებას აძლევს საშუალებას, რომ დიდი ცოდნა მიიღონ ამ რუქის მეშვეობით.
- ქალბატონო ნანა, თქვენ ხვამლის მთის შესახებ გადაიღეთ დოკუმენტური ფილმიც. მოგვიყევით ამის შესახებ?
- დიახ, გადავიღე ფილმი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ახლა მიმდინარეობს ფილმის მონტაჟი და სულ მალე საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ეს ფილმი მთლიანად მოგვითხრობს ხვამლის მთის საიდუმლოებაზე. ფილმში აღბეჭდილია ის ისეთი დეტაკლევბი, რაც საზოგადოებისთის დღემდე უცნობია.
მაქსიმალურად შევეცადე, რომ ამ ფილმში ამესახა ხვამლის მთის რეალობა. მინდა გითხრათ, რომ ეს მთა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის სულიერი, სიცოცხლის მატარებელი მთაა. მინდა ექსკლუზიურად გაგიმხილოთ თქვენ, რომ ეს ფილმი სულ მალე „დისქავერზე“ გავა.
- თქვენ აღნიშნეთ რომ ეს მთა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და ბევრი სხვა საიდუმლოებები უკავშირდება მას. თუ ვინმე დაინტერესდა ამ ყველაფრით, თქვენთან დაკავშირება როგორ ხდება?
- 577- 75-54-18 ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამიკავშირდეს. შემიძლია, დავაკვალიანო, რეკომენდაციები მივცე, ვუთხრა რა დროსაა კარგი ამ მთაზე ასვლა, რატომაა კარგი, რა საშიშროებაა ან პირიქით. უნდა იცოდე რა მდგომარეობაშია იმ მომენტში მთა, რადგან უხილავად ხდება მთის გადადგილება, წელიწადში რამდენჯერმე ხდება მისი მიმოქცევა.
- თუ აგიყვანით ამ მთაზე ვინმე?
- ჯერ არავინ, რადგან დღმდე კვლევის პროცესში ვარ. თუმცა ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ამ მთის ირგვლივ მოგზაურობა და ხალხის წაყვანაც.
- რამდენად დიდ როლს თამაშობს ამ დროს ასტროლოგია?
- ძალიან დიდი როლი უკავია ასტროლოგიას.
- თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს. თვალის ცემა. რეალურად არსებობს ე.წ, თვალის ცემა?
- რა თქმა უნდა. თვალი ყველაზე მეტყველი ორგანოა. დედის თვალიც კი მოქმდებს შვილზე. თვალით ვუყურებთ და შევიგრძნობთ ყველაფერს. ადამიანმა შეიძლება კეთილი განწყობით გითხრას, შემოგხედო, მაგრამ ამ დროს მიიღო იმის თვალი. ძალიან დიდი დარტყმა აქვს თვალს.
- თილისმებზე რას გვეტყვით? უნდა ვატაროთ თუ არა თილისმა?
- თვალის დამცველი არსებობს ანუ ის, რასაც ჩვენ თილისმას ვეძახით. ჩვენი მამა პაპის დროიდან იყენებდნენ ამას. მახსოვს, პატარებს გიშერს აბავდნენ ხელზე ან ყელზე, რადგან თვალი არ ცემოდა.
- გვიცავს მსგავსი სახის თილისმა?
- გვიცავს და არამარტო თვალისგან.
- ყველას თავისი თილისმა აქვს თუ?
- დიახ, რადგან ადამიანს ყველას თავისი დაბადების წელი, თვე და რიცხვი აქვს. პირობითად, ჩემი თილისმა შენ ვერ დაგიცავს, ისევე როგორც სხვისი მე.
- ვინც გათვალულია, თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის მოხსნა?
- კი, ამ პრობლემით ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. მეუბნებიან, თვალი მაქვსო და დახმარებას მთხოვენ. ეს პრობლემა მოგვარებადია.
- ქალბატონო ნანა, თქვენ ძალიან წარმატებული ხართ ბაქოში და ხშირად გიწევთ იქ ჩასვლა.
- დიახ, ბაქოში მე ვთანამშრომლობ პროფესორ ია შარიბადოვთან, რომელიც არის უზომოდ განათლებული, წარმატებული და უაღრესად კარგი ადამიანი. მე ძალიან ბევრ ადამაინს აღმოვუჩინე ბაქოში დახმარება და ახლაც მელოდებია. უახლოეს დღებში ვგეგმავ ბაქოში წასვლას, თუ რატომ, დეტალებისგან თავს შევიკავენ, რადგან რომ ჩამოვალ ბევრი საინტერესო ამაბვი მექნება მოსაყოლი.
პოლიტიკა
- მარტა კოსი გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















