"ბასიანის" განცხადებით, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა
საქართველო, თბილისი - 10:24 | 08.05.2018 ნანახია: 1238
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბოლო დღეებში, რამდენიმე ახალგაზრდის დაღუპვას ეხება.
BASSIANI მწუხარებას გამოთქვამს ბოლო დღეებში დაღუპული ახალგაზრდების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ახლობლებს.
„ბასიანის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„კლუბი BASSIANI / HOROOM 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა და მოკლე პერიოდში შეძლო არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს საკლუბო კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილის მოპოვება. ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მედია გამოცემები, აღიარებული არტისტები და პროდიუსერები დღეს მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად და საერთაშორისო სცენისთვის მიმართულების მიმცემ სივრცედ ასახელებენ. უამრავი ადამიანი შორეული ქვეყნებიდან თბილისს სწორედ ამ კლუბის და ქართული ელექტრონული სცენის გასაცნობად სტუმრობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, BASSIANI / HOROOM, როგორც მოძრაობა, დაარსების დღიდან დგას სოციალური ცვლილებების ავანგარდში და ხმამაღლა საუბრობს ქვეყანაში არსებულ უთანასწორო გარემოზე, ჰომოფობიის მაღალ მაჩვენებელსა თუ ქალთა მიმართ ძალადობაზე და მთელი ძალით ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ჩვენი გაცხადებული სიმართლისა და ღირებულებების გამო გავხდით რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საეჭვო ძალების მხრიდდან ჩვენი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და დემონიზირების პროცესი.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.
ამ თემის ირგვლივ BASSIANI / HOROOM-ის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასევე არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ BASSIANI / HOROOM-ის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე, თუ არ ჩავთვლით ჩვენს დაცვის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორ სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში.
მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავნე, მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით.
აგრეთვე სრული პასუსისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბ BASSIANI / HOROOM-ზე არანაირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს. კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება. ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბის ტერიტორიაზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ადამიანი ვერ ხვდება, როგორც ამას სხვადასხვა დაჯგუფებები გვაბრალებენ. კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება.
არ დაგვავიწყდეს დღეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო ნივთიერების მილიგრამების ფლობა 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არათუ პრობლემის გადაჭრისკენ არაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.
დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ამ უმძიმესი გამოწვევისა და უმწვავესი პრობლემის ფონზე, როდესაც 5 ახალგაზრდა ადამიანი უცნობ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა, გამოსავლის ძიების ნაცვლად რეგრესული და პრორუსული ჯგუფები ტრაგედიებით ურცხვად მანიპულირებენ, ხელს კი ერთი კონკრეტული კლუბის, BASSIANI / HOROOM-ისკენ იშვერენ. ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანია ამ ჯგუფებისა და მათ უკან მდგომი ძალების ფარულ ინტერესებს ემსახურება.
ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ.
მივმართავთ BASSIANI / HOROOM-ის ოჯახის თითოეულ წევრს, საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უმწვავეს პრობლემასთან გამკლავება და ძვირფასია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წინსვლა: დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. კლუბის სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცის, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების - თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი!“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დღეს, 14:00 საათზე, კლუბის ტერიტორიაზე პრესკონფერენცია გაიმართება.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
სამართალი
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















