საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
საქართველო, თბილისი - 15:20 | 08.05.2018 ნანახია: 1874
საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალი ბიზნესმენებისთვის 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად დაასახელა. საქართველოს ბანკმა ჯილდო „ქალთა საბანკო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. 2008 წლიდან საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის რესურსებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბანკის კორპორაციულ კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიზნესმენ ქალებს. ამ რესურსით ბანკი მათ სავაჭრო ოპერაციებისთვის დაფინანსებას აძლევს.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში განაცხადა: „საქართველოს ბანკი IFC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს.“
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















