გერმანიაში პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს თავისი ცოლის ძმა, ის იმავე დღეს დატოვებს თანამდებობას - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 11:27 | 09.05.2018 ნანახია: 958
„არის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებში პრეზიდენტთან დაპირისპირების გაღრმავება არ შედის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შეწყალების პრობლემაზე.
„ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაპირისპირების გაღრმავება საქართველოს პრეზიდენტთან, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც სამ თვეში უკვე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და მათ შორის, შეწყალების საკითხს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეწყალების პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, მათ შორის, პრევენციისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს თუნდაც შემდეგი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც აირჩევა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის-გიორგი მარგველაშვილის მიერ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის, დაახლოებით, ასმაგი სტატისტიკაა.
„ჩვენ მოვიყვანეთ სტატისტიკა და სტატისტიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. არის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის. საუბარია ასმაგ სხვაობაზე. ჩვენ მოვიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, იგივე ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და ასე შემდეგ. ასმაგი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცაშია საქმე, რაღაც ცუდშია საქმე და ზუსტად ამას ეხებოდა ჩემი ბრალდება, რომელიც დღესაც შემიძლია გავიმეორო და აუცილებლად გავიმეორებ - ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ასმაგი სხვაობა გვაქვს ჩვენ სახეზე, ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთერთს. ერთი ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მეორე ეს არის, თეორიულად, კორუფცია და მესამე ეს არის, ასევე, თეორიულად, სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთერთი აუცილებლად უნდა იყოს მიზეზი-ეს არის ჩემი პოლიტიკური ბრალდების შინაარსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აშშ-ში, ლატვიაში ან ბულგარეთში ასჯერ ნაკლები სტატისტიკის მიზეზი ვერ იქნება შესაბამისი ქვეყნების პრეზიდენტთა არასათანადო გულმოწყალება. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ შეწყალების უფლება საქართველოში არასწორად განიმარტება.
„როდესაც საუბარია ასმაგ სხვაობაზე, როცა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პრაქტიკა, ცივილიზებულ ქვეყნებში, ბუნებრივია, იმ პრაქტიკას და იმ სტატისტიკას აქვს თავისი საფუძველი. ასჯერ ნაკლები რომ არის სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიაში ან ბულგარეთში, მიზეზი ამის ვერ იქნება, ბუნებრივია, ის, რომ შესაბამისი ქვეყნების პრეზიდენტები არ არიან სათანადოდ გულმოწყალენი, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს ვერ იქნება მიზეზი. როცა ყველა ქვეყანაში არის ასჯერ ნაკლები სტატისტიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ სწორად განიმარტება შეწყალების უფლება და საქართველოში რაღაც არასწორად განიმარტება და ეს რაღაც არასწორად არის ნამდვილად შემაშფოთებელი. სულ მცირე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეწყალების უფლებამოსილების მიმართ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, მიზეზი სწორედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ეს არის ჩემი დიდი იმედი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არავინ აპირებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს იყო აქცენტის გადატანის მცდელობა.
„რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, ეს იყო სპეკულაციები, ეს შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იყო აქცენტის გადატანის მცდელობა სხვა რამეზე. თვითონ შეშფოთებული იყო პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, იმ ქცევით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში და მარტივი აქცენტის გადატანის მცდელობა იყო. არავინ არ აპირებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის და არანაირი ნიშანწყალი ამისა არ არსებობს სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე ის გზავნილები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ხელოვნურად შექმნილი სპეკულაციები.
რაც შეეხება კონკრეტულად სამ სავარაუდო მიზეზს, ეს არის ჩემი პირადი დასკვნა და ეს არის ჩემი პოლიტიკური ბრალდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც მსჯელობა წარიმართება შეწყალების მიმართულებით, ამ დასკვნისკენ ყველა ერთად მივდივართ, იმიტომ რომ შეუძლებელია ასმაგი სხვაობა გქონდეს შენ, თუ რაღაც ცუდად არ არის. და ყველაზე რბილი შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეწყალების უფლებამოსილების მიმართ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ კორუფციას სჭირდება მტკიცებულებით დადასტურება და იქ იყო საუბარი თეორიულ ვარაუდზე, სამიდან ერთ-ერთ ვარაუდზე, და მე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. მათ შორის, ნეპოტიზმი უკვე მეოთხე, ცალკე თემა იყო, და იქ თეორიული ალბათობითაც, არ გვჭირდება ჩვენ რაიმეს თქმა. იქ პირდაპირ ჩანს, რომ როდესაც ადამიანი თავის ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის პირდაპირ ვიტყვი, გავიმეორებ იმას რაც მაშინ ვთქვი, სხდომაზე, ეს არის მორალურ ზღვარს გადაცდენილი ქმედება. ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა.ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა ელემენტარული ეთიკური და მორალური ნორმები ირღვევა.
მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად გერმანიაში, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს თავისი ცოლის ძმა, ის იმავე დღეს დატოვებს თანამდებობას. იმხელა წნეხი ექნება საზოგადოების მხრიდან. მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მხარეების მხრიდან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















