რესპუბლიკელები: ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, კლუბების გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრათულ მცდლობებს
საქართველო, თბილისი - 15:18 | 12.05.2018 ნანახია: 1035
რესპუბლიკური პარტია ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "12 მაისს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების, სახელისუფლებო ძალის დემონსტირების და პრობლემასთან ბრძოლის სრულიად არაადეკვატურ ფორმას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკანასკნეკლ პერიოდში მომხდარი ფაქტების ფონზე. თუმცა, რეალურად ჩვენ ვხედავთ არა პრობლემის გადაჭრის მცდელობას, არამედ ღამის კლუბებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნისა და მათი გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრათულ მცდლობებს. ეს იმ დროს, როდესაც სამართალდამცავების რეპრესიები ეხება ძირითადად მომხმარებლებს და გამსაღებელთა დაბალ რგოლს, ხოლო ნარკორეალიზატორები და მათი სავარაუდო მფარველები, კვლავ, ხელშეუხებელი არიან.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია სასიცოცხლო საკითხია, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით - აღრმავებს, რადგან მოქმედება გადადის ფარდის მიღმა, მიწიშქვეშეთში. ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ მცირდება და ხოლო ხელისუფლების მსგავსი მიდგომის გამო იზრდება ფატალური შედეგების რიცხვი. ცალსახად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის, გიორგი გახარიას, მიერ “მკაცრი ხელის” პოლიტიკის გამოვლენით. ხელისუფლების უსამართლო მეთოდები კი გარდაუვლად იწვევს საქართველოს საზოგადოების ადეკვატურ საპასუხო რეაქციას და სრულდება ხელისუფლების მარცხით.
და ბოლოს, თბილისი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი თანამედროვე კლუბური ცხოვრებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სპეცოპერაციის მეთოდებით ხელისუფლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენ საერთაშორისო იმიჯს.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ფუნქციაა იზრუნოს თითოეულ ადამიანზე, მათ შორის მომხმარებელზე! ამ მიზნით მან სადამსჯელო ღონისძიებების სახით სპეცოპერაციების ჩატარების ნაცვლად, უნდა შეიმუშაოს ჰუმანური, მწყობრი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება პრობლემის რეგულირება, ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების დაკავება". - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















