პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება
საქართველო, თბილისი - 15:49 | 24.09.2015 ნანახია: 2622სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმს, ახლად შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ და ფინანსთა სამინიტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა გიორგი კურტანიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქი გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება. განახლდება მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექრონულ სისტემასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში.
ასევე განხორციელდება იმ საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც მუნიციპალიტეტების ელექრონულ მმართველობაზე გადასვლასთანაა დაკავშირებული. საბოლოო ეტაპზე მოხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების დანერგვა.
აღნიშნული სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე.
პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















