თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით - ციხელაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:34 | 09.06.2018 ნანახია: 1955
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის გადმოყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ ის არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით.
მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალიდან კლინიკებში ყოველდღიურად ბევრი პაციენტი გადმოჰყავთ, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც.
„ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც და ხდება ამ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა, მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და ცხადია, არა ნათესაური კავშირების ან მსგავსი ნიშნით. მაგრამ ზოგადად გეტყვით იმასაც, რომ თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით", - განაცხადა მინსიტრმა.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული პირების მხრიდან, ხდება არაერთი დაუზუსტებელი, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული დაძაბულობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვან და მგრძნობიარე თემასთან დაკავშირებით.
"ასეთ საკითხებთან მიმართებით საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული ქმედებები, სპეკულაციები ან განცხადებები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ზოგადად, უფასო სამედიცინო მომსახურების რეფერალურ პროგრამაში მონაწილეთა ვინაობა ახლაც, ადრეც და მომავალშიც არ არის გასაჯაროებული, რაც ამ მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.
„არ ვიცი, რა წყაროებზე დაფუძნებით ვრცელდება ინფორმაცია კონკრეტულ პირთან მიმართებით. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საუბარია ორივე ოკუპირებული რეგიონის ათობით, ასობით და ათასობით მოსახლეზე. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ პირის მიმართ არსებობს რაიმე ტიპის ეჭვი, არის დამნაშავე ან დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და გარკვეული მასალები, იქ აუცილებლად ხდება სამართლებრივი რეაგირება. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე. ზოგადად ყოფილა ასეთი შემთხვევები. ეს არის სამართალდამცველების კომპეტენცია და ეს არ არის საავადმყოფოსა თუ ექიმის განსახორციელებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღუდუშაურის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს, თუმცა მის ვინაობასა არ აკონკრეტებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ჯიოევი, რომელიც ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის უფროსია, 7 ივნისს ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















