სარკოზი: თურქეთი ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 02.12.2015
ნანახია: 2905

თურქეთი არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი , ასევე შეცდომა იქნებოდა თურქი ხალხის დაიმედება ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ Europe 1-თან ინტერვიუში განაცხადა.
”შეცდომა იქნებოდა თურქების მოტყუება და ცრუ იმედების მიცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ევროპის ნაწილი გახდებიან”, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

”თურქეთთან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები და საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს, თუმცა ის ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე