საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების თემაზე კორპორატიული კლიენტებისთვის ვინსენტ ო’ბრაიენის ტრენინგი გამართა
საქართველო, თბილისი - 13:49 | 10.07.2018 ნანახია: 1810მთელი საქართველოს ბანკმა, წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული და SME-ს კლიენტებისთვის ვაჭრობის და საქონლის მიწოდების დაფინანსების ჯაჭვის (Trade & Supply Chain Finance) თემატიკაზე სემინარი გამართა. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საბანკო კომისიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვინსენტ ო’ბრაიენი, რომელიც ვაჭრობის დაფინანსების ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა 100-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, მას 20 წელზე მეტი ხანია საქართველოსთან აკავშირებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თანამშრომლობა. ვინსენტ ო’ბრაიენი ახლახანს დაინიშნა საერთაშორისო საბანკო სამართლისა და პრაქტიკის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორად (IIBLP).
სემინარის თემას წარმოადგენდა ვაჭრობის და საქონლის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საშუალებები და პროდუქტები, რასაც საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. ღონისძიების ძირითადი აქცენტები გაკეთდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ შეცნობასა და ათვისებაზე. ასევე, ვაჭრობასთან ასოცირებული რისკების მართვაზე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: გადახდის სხვადასხვა მეთოდები, საკრედიტო დოკუმენტბრუნვა, სავაჭრო მიწოდების პირობები. ასევე, კონკრეტული პროდუქტები: საერთაშორისო გარანტიები, დოკუმენტალური აკრედიტივები, სტენდბაი აკრედიტივები, ფაქტორინგული ოპერაციები, კომპანიებისა და ბანკების ვაჭრობის დაფინანსების ექსპერტების გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის საკითხები, თემატური ქეისები.
საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სემინარს 40-ზე მეტი კორპორატიული და SME-ს კლიენტი ესწრებოდა. თოთოეულ მონაწილეს შემეცნებითი სემინარის დასრულების შემდეგ გადაეცა სერტიფიკატი.
საქართველოს ბანკი წლებია წარმატებით მუშაობს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















