ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს,რაც ძალიან სამწუხაროა - პაატა ბურჭულაძე
საქართველო, თბილისი - 17:10 | 12.07.2018 ნანახია: 1310
ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ,რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ბურჭულაძემ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.
როგორც ის განმარტავს, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
"ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს,რაც ძალიან სამწუხაროა.
წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ", - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















