ორი უცნობი მამაკაცი, რომლებზეც მალხაზ კობაური საუბრობდა, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ - ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 17:22 | 12.07.2018 ნანახია: 1340
მალხაზ კობაურმა მოყვა, რა მოხდა სინამდვილეში, რისიც მე მჯერა და თუ ჩვენ ამ საქმის ვერსიას გავიზიარებთ, ამ შემთხვევაში მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ არის ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმე. კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. მან განაცხადა, რომ ესენი არიან უცხოელები, ქართველებს არ გავდნენ, მეტყველებდნენ ქართულად, თუმცა საუბრობდნენ ისე, თითქოს ჯერ აზრებს ალაგებდნენ და მერე საუბრობდნენ. როგორც კობაური აცხადებს, ისინი დაახლოებით ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ და აქცენტიც უფრო ლეკური ჰქონდათ, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ მაიკლ სმიტი აღელდა.
„კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, კობაურმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.
„როდესაც კობაური მოუყვა გამომძიებელს ყველაფერს, არავინ დაუჯერა, სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშული, იმყოფებოდა ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და მოუწია ამ წნეხის პირობებში აღიარებითი ჩვენების მიცემა. მალხაზ კობაური ამ ორი ადამიანის ტყვე იყო. ეს ორი პიროვნება მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. ამიტომ სდუმდა ის დღეები, ეშინოდა. მას აღენიშნება მცირედი დაზიანება, ამ მცირედ დაზიანებაზეც ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ ეს არის ნიკაპზე. პოლიციელებს მისთვის არ მიუყენებიათ დაზიანება, ეს დაზიანება მიაყენა ერთ-ერთმა პიროვნებამ იმ ორიდან, რომელიც მას ცალკე აკავებდა და არ მისცა საშუალება, რომ კობაური დახმარებოდა სმიტებისოჯახს, როდესაც მეორე პირი მაიკლ სმიტს სასიკვდილოდ იმეტებდა“, – დასძინა ადვოკატმა.
ადვოკატის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















