საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:08 | 18.07.2018 ნანახია: 932ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსკენ გვექნება კონსულტაციები, როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე, უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა და იქ უკვე ალბათ გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისივე თქმით, მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„იყო დასახელებული სხვადასხვა კანდიდატი. ჩვენ პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა ის, თუ როგორ წარვდგებით ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი გუნდში გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ ამ ეტაპზე არ გვქონია, დეტალური, ასე ვთქვათ, მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ უნდა დაველოდოთ გუნდში მსჯელობას, დისკუსიას, განხილვას და ამის შემდეგ შეგვეძლება რაიმე კომენტარის გაკეთება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა ჩამოვიყალიბოთ ჯერ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, უმჯობესია, მმართველი გუნდის კანდიდატი გვიან დასახელდეს.
„ჩვენი მხრიდან ტაქტიკურადაც იქნებოდა არასწორი, რომ აქამდე დაგვესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამიტომ არ შედგა კონსულტაციები დღემდე. როგორც მოგეხსენებათ, კონსულტაციები როგორც კი იმართება, მაშინვე იწყება როგორც სპეკულაციები, ასევე, მჟღავნდება გარკვეული ინფორმაციები. შესაბამისად, ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ ის, რომ ივლისის ბოლოს უნდა გამართულიყო კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გვიან დასახელდეს ჩვენი კანდიდატი და გვესმის აქაც გარკვეული სპეკულაციები სხვადასხვა მხრიდან, პოტენციური კანდიდატების მხრიდან, მათ შორის. ეს სპეკულაციები არის არასწორი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, უფრო მომგებიანი იყო კანდიდატურის გვიან დასახელება და ვმოქმედებთ ამ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















