ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:37 | 24.07.2018 ნანახია: 1349
ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფოთში მომხდარ ფაქტზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციელი მკურნალობას აგრძელებს. დაკავების 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია, კვალიფიკაცია შეიცვალოს.
„რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო", - განაცხადა მეზრიშვილმა. მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ეს ადამიანი ამ ტიპის დანაშუალს ჩადიოდა.
"როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან პოლიციელს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. კვალიფიკაციას რაც შეეხება, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით გუშინ დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















