ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი - ბიძინა ივანიშვილი
საქართველო, თბილისი - 23:00 | 24.07.2018 ნანახია: 966
ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები.
„საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია.
მისივე განცხადებით, თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, ის დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე.
მისივე თქმით, ამით გუნდსაც ესაუბრება, რადგანაც უხერხულია, გუნდი შეკრიბოს და უთხრას - ადგნენ და ის დაიცვან.
„ადრეულ პერიოდში, როცა საზოგადოების წევრი ვიყავი, ოპოზიციამ მოახერხა და ჩემს საკითხს ტაბუ დაადო. თუ ივანიშვილზე რამე პოზიტიურს იტყოდი, მაშინვე იტყოდნენ, რომ ივანიშვილი უკვე დიქტატორი იყო. ამ ფონზე, არ მინდა, გუნდის წევრები დავადანაშაულო, რამეთუ, ჩემი დაცვა ასე მარტივი არ იყო. ძველმა გუნდმა, რომელიც ძირითადად, მედიით მართავდა და მათი მართვის ძირითადი იარაღი პიარი იყო, ხელგაწაფულობითა და მოურიდებლობით ყველა ზღვარს გადააჭარბა და ჩემმა გუნდმა ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. ეს პირადად მეც ვერ მოვახერხე. საერთოდ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა. მისი გინება საზოგადოებაში შესაძლოა, პოზიტივშიც კი ჯდებოდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















