თუ იარსებებს ბრალის დადასტურების პირდაპირი მტკიცებულება, პირველი ვიქნები, ვინც მ.კ.-ს დევნას დაიწყებს - თბილისის პროკურორის მოადგილე
საქართველო, თბილისი - 15:41 | 25.07.2018 ნანახია: 1091
თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული ბრალეულობა და იარსებებს ბრალის დადასტურების პირდაპირი მტკიცებულება, პირველი ვიქნები, ვინც მ.კ.-ს დევნას დაიწყებს განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის,” - ეს განცხადება თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთა. მას სხდომაზე დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. “ამ გარემოებებზე მე მქონდა საუბარი ზაზა სარალიძესთან, როცა მას შევხვდი. ამ კონკრეტული გარემოებით, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომ მ.კ.-ს ქმედება შეფასებულიყო ჯგუფურად განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობად. ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული ბრალეულობა და იარსებებს პირდაპირი მტკიცებულება, რაც მე, როგორც პროკურორს, მომცემს საშუალებას ბრალის დადასტურების, პირველი ვიქნები, ვინც დევნას დაიწყებს მ.კ.-ს მიმართ, განზრახ მკველობაში თანამონაწილეობისთვის,“ - განაცხადა სირაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიის წევრების კითხვებს უსვამენ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძეს, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილს, ქალაქ თბილისის პროკურორ მალხაზ კაპანაძესა და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















