გენერალ-მაიორმა აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი მოინახულა
საქართველო, თბილისი - 15:42 | 03.12.2015 ნანახია: 2228
საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერაა. ამ მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ბატალიონის ოფიცრის, უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე ნატროშვილის ოჯახი მოინახულა. გმირულად დაღუპული სამხედროს მშობლებმა - ნათელა და გიორგი ნატროშვილებმა გენერალური შტაბის უფროსს თანადგომისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და გარდაცვლილი შვილის ჯილდოები დაათვალიერებინეს.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე ნატროშვილის საფლავზეც იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ მიაგო პატივი 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ სამხედროს და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც მამა ნოდარმა გადაიხადა. საფლავზე იმყოფებოდნენ ასევე გარდაცვლილი სამხედრო მშობლები და ახლობლები, გურჯაანის რაიონის გამგებელი გია გერგიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
„ყოველთვის მძიმეა ასეთ ადგილზე მოსვლა. თუმცა, ძალიან ამაღლებული გრძნობაც გვაქვს. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გააჩნდათ ცხოვრებაში, ქვეყნის საკეთილდღეოდ დადეს. ალექსანდრე იყო მზვერავი და ვაჟკაცურად გაწირა თავი ქვეყნისთვის. მისი მშობლები საოცარი ხალხია, ნამდვილი გმირის მშობლები არიან. ამხელა დანაკარგის მიუხედავად, ძალიან ვაჟკაცურად, მხნედ დგანან ფეხზე და სხვებს მოუწოდებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურისთვის,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროს საფლავზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა აღმართული. სოფელ ვაჩნაძიანში ალექსანდრე ნატროშვილის სახელობის ქუჩაც არსებობს.
უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე ნატროშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი და მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















