ხვალიდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება
საქართველო, თბილისი - 15:45 | 31.07.2018 ნანახია: 1350
1 აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება. ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.
ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge
- ვებ გვერდზე მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი;
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მაძიებელი ავტორიზდება მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით;
- ავტორიზაციის შემდეგ, ნებართვის მაძიებელი მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით ელექტრონულად აწერს ხელს წესებს და პირობებს ID ბართის გამოყენებით, ერთჯერადად (ელექტრონული ხელმოწერა უნდა განხორციელდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, რომელიც 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა).
- ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ, გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;
- ნებართვის მაძიებელი ავტომობილის დამატების ინსტრუმენტით მიუთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შედეგადაც სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატება მის პირად მუნიციპალურ სივრცეში.
- დამატებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვის მოთხოვნის ინსტრუმენტით, ნებართვის მაძიებელი ქმნის ელექტრონულ განაცხადს ელექტრონულად აწერს ხელს ID ბართის გამოყენებით
- ნებართვის მაძიებელს ნებართვის მიღება, ასევე, შეუძლია, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ამ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე პირი, სპეციალური კოდის გენერირების და გაზიარების ინსტრუმენტით ქმნის უნიკალურ ტაქსის კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს;
- ნებართვის მაძიებელი, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ავტორიზაცია, დამატების ინსტრუმენტით უთითებს მფლობელის მიერ გადაცემულ უნიკალურ ტაქსის კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს, რის შემდეგაც ავტომობილი აისახება მის პირად სივრცეში და ქმნის ელექტრონულ განაცხადს ნებართვის მოთხოვნით;
- ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, მაძიებელი სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე ნებართვის გაცემის საფასურს იხდის ვებ-გვერდის ონლაინ გადახდის სისტემის ან ფინანსური დაწესებულების გამოყენებით;
- თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, პირს, რომელსაც სურვილი აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობით, შეუძლია მგზავრთა გადაყვანა განახორციელოს უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის გარეშე.
- ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საფასურის გადახდისთანავე;
- საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით;
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს.
ბ) ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, 50 ლარს.
გ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.
სანებართვო მოწმობა, რომელსაც მძღოლი ელექტრონულად მიიღებს, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
- მძღოლის ფოტოსურათი;
- მძღოლის სახელი და გვარი;
- ნებართვის ნომერი;
- ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
- სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
- სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;
- სწრაფი გამოხმაურების კოდი (QR კოდი).
ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში, ვალდებულია:
- ელექტრონულად მიღებული ნებართვა ამობეჭდოს A5 ფორმატის ქაღალდზე და განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა და გადამოწმება მგზავრის და მაკონტროლებლის მიერ;
- უზრუნველყოს მომსახურების გაწევა მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით;
- მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალების სახურავის შუა ადგილას დაამაგროს ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი;
- სატრანსპორტო საშუალებაში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
- არ გადაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრი;
- არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან;
- მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი;
- ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;
- ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ პირს მუშაობაში.
კონტროლის განმახორციელებელი უწყება უფლებამოსილია, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას ან ნებართვის შეჩერებას.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















