საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 160 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა
საქართველო, თბილისი - 14:50 | 02.08.2018 ნანახია: 2011
მთელი საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსების მოზიდვას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (Nederlandse Financierings-Maatschappij Voor Ontwikkelingslanden N.V. (FMO)) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიის განვითარების ბანკი საქართველოს ბანკს 160 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან სესხს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზის ადგილობრივ ვალუტაში გახსნა ბანკის ლარში დენომინირებული საკრედიტო პორტფელის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ბანკის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესზე დადებითად აისახება.
ჰოლანდიის განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსების გზით, საქართველოს ბანკის შვილობილ საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.
„მოხარული ვარ, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვაახლეთ და ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვებას და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. მინდა, ჰოლანდიის განვითარების ბანკს ლარში დენომინირებული ბონდების სადებიუტო გამოშვება მივულოცო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციისთვის კონტრაგენტად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
„ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გარიგება განვახორციელეთ. ლარის რესურსი მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკის შემდგომი დე-დოლარიზაციის პროცესს და ადგილობრივი ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას",- განაცხადა ჰოლანდიის განვითარების ბანკის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ლინდა ბროეკუიზენმა
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















