ოკუპანტების მიერ ხურვალეთთან ქალის დაკავების ფაქტი, არამხოლოდ არასამართლებრივი, არაადამიანურიცაა - ქეთევან ციხელაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:55 | 02.10.2018 ნანახია: 1727
განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ ქალის დაკავების ფაქტი, რადგან ეს არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანურიც არის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ეს ფაქტი, რადგან არა მხოლოდ არასამართლებრივი, ასევე არაადამიანურია, როდესაც საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარ კარ-მიდამოს ნაკვეთში დააკავეს. ეს ნაკვეთი მავთულხლართებით ფაქტობრივად, გახლეჩილია. გუშინ ჩემი აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ოჯახთან და ადგილიც ნახეს, სადაც უკანონოდ დააკავეს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვმუშაობთ ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში, ყველა არხის ამოქმედებით, რომ ეს ქალბატონი გათავისუფლდეს, მიუხედავად იმ ერთი წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ ხურვალეთთან მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.
„ბუნებრივია, ვერანაირ ბრალდებებზე ვერ ვისაუბრებთ, როცა ადამიანს ფაქტობრივად, საკუთარ სახლში აკავებენ. მას ცხვირწინ მავთულხლართი აქვს და ფაქტობრივად, ეს არის აღიარება, განაჩენი, რადგან თუ საუბარია, რომ ოსებსა და ქართველებს ორივე მხარეს გადაადგილება აინტერესებთ და ამას ხელოვნურად მავთულხლართებით ზღუდავენ, მგონი, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა ხასიათი აქვს ამ რეჟიმს და რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















