ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
საქართველო, თბილისი - 09:18 | 04.10.2018 ნანახია: 1276
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ბრალდებებს, სასამართლო სარჩელით პასუხობს. ყიფიანის უფლებადამცველის ინფორმაციით, სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია, თუმცა როდის შეიტანენ სასამართლოში, უცნობია. სპორტის ყოფილი მინისტრი სასამართლო წესით გუშინ გამოკითხეს. ლევან ყიფიანმა აუდიო ფაილების ავთენტიკურობა დაადასტურა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.
"ცალსახად ჩანს ამ საქმეში, რომ ის გარკვეული ნაწილები, რაც ჩემთვის არის ცნობილი ბევრი საკითხი გამომდინარეობდა მათი, როგორც ბიზნეს თანამშრომლების საქმიანობიდან,"-აცხადებს ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
ლევან ყიფიანი საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა.
ჟურნალისტებთან ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები დამონტაჟებულია. როგორც ის განმარტავს, ის მიამიტურად ენდო ზაზა ოქუაშვილს და ცდილობდა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.
"ეს არ ვიცი ჩემი მხრიდან მიამიტობით იყო გამოწვეული, თუ სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი ბოლომდე მისი მხარდამჭერი. გადავწყვიტე ამ თამშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა, ერთობლივად განვახორციელეთ ჩაწერა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს კაცი ამ ჩანაწერებს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია", - აცხადებს ყიფიანი და აქვე დასძენს, რომ ის თავის გავლენებს და ნაცნობობას საქმის მოსაგვარებლად იყენებდა.
"რა თქმა უნდა, მე ჩემ გავლენებს ვიყენებდი, რა თქმა უნდა მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი და ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. გიდასტურებთ, რომ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვიყავი. მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს პირდაპირი კავშირი. რა თქმა უნდა, ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა ყიფიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















