მერვე საპყრობილეში ორმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა
საქართველო, თბილისი - 09:35 | 05.10.2018 ნანახია: 1394
პატიმრები დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური უკვე მეორე კვირაა შიმშილობენ. მათ გლდანის მერვე საპყრობილეში მძიმე თვითდაზიანებები მიიყენეს. ორივე მსჯავრდებული შიმშილობს, ადვოკატი ამბობს, რომ უყურადღებობის გამო მათ პროტესტის უკიდურეს ზომასაც მიმართეს და ლითონის საგნები გადაყლაპეს. ორივე მსჯავრდებულს თავისი მოთხოვნა აქვს.
გელხაურს საპროცესოს გაფორმება მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სურს. დიდიძე კი ითხოვს, მისი გაჭიანურებული საქმის შესახებ ინფორმაცია პარლამენტმა მიიღოს. მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი ქირურგიულ ჩარევაზე უარს ამბობენ.
ბექა გელხაური სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა, ციხეში კი პატიმრის წამებისთვის ბრალი დაუმძიმეს.
დაჩი დიდიძის ოჯახის წევრები, ბრალდებულის მეორე საქმის, პოლიციელების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის საქმის გადაწყვეტილებას უკვე ორი წელია ელოდებიან. რატომ და რის გამო ჭიანურდება საქმეზე ძიება არ იციან. დაჩი დიდიძე დღემდე ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მისი დაკავებისას ძალა გამოიყენეს, სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს. ძიება პოლიციელების წინააღმდეგ გასული წლის აგვისტოში მტკიცებულებების არარსებულობის გამო დაიხურა. თუმცა მალევე, პატიმრის 6 თვიანი შიმშილობის გამო განახლდა.
პატიმრები ციხეში ეკა ბესელიასა და სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















