საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველო, თბილისი - 09:35 | 05.10.2018 ნანახია: 1671საქართველოს ბანკის, მთელი საქართველოს ბანკის მხადაჭერით საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.
2018 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
- Airadi - ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც ეკრანზე გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების, ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ.
- „ჩუ“ - სამაგიდო თამაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ჟესტების ენა თამაშით.
- Gamo - დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომელიც ცალცალკე მანქანებით სიარულის დამკვიდრებული ქცევის, რაციონალური და მოსახერხებელი ალტერნატივა იქნება.
„Impact Hub Tbilisi“ უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო. კონკურსზე შემოვიდა 40-მდე აპლიკაცია, ჟიურიმ კი მონაწილეებს შორის, 6 საუკეთესო პროექტი შეარჩია. შერჩეულმა გუნდებმა ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცეში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. დღეს უკვე გვყავს სამი გამარჯვებული გუნდი და ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, რადგან სამივე ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.
“საქართველოს ბანკისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველ წლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის განახორციელონ საინტერესო პროექტები. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს და ვუსურვო წარმატება!”,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















