ბერლინში 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
საქართველო, თბილისი - 09:35 | 15.02.2018 ნანახია: 1208
დღეს ბერლინის კინოფესტივალი იხსნება. 15-დან 25 თებერვლამდე „მარლენ დიტრიხ პლაცზე" თავს მოიყრიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები, მსახიობები თუ პროდიუსერები, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც საფესტივალო ცხოვრების რიტმს. ბერლინალეს პროგრამაში (ოფიციალური კონკურსი, „პანორამა" და „ფორუმი") რამდენიმე ასეულ ფილმს უჩვენებენ, რომელთაც დაახლოებით ოთხი ათასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი და კრიტიკოსი გააშუქებს.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, რეჟისორი ტომ ტიკვერი, რომელმაც თავის დროზე მკაფიო და პრეტენზიული არტჰაუზით დაიწყო („გაიქეცი ლოლა, გაიქეცი", „პარფიუმერი") და შემდეგ არამეტყველ მეინსტრიმზე გადაინაცვლა. ამჟამად კი სერიალითაა დაკავებული. ფესტივალის დირექტორი, ბატონი დიტერ კოსლიკი აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყო და სასიხარულოა ტომ ტიკვერის საფესტივალო ცხოვრებაში ასეთი აქტიური მონაწილეობა.
ჟიურის წევრები ასევე არიან: Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო.
პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალი ანიმაციური ფილმით - „ძაღლების კუნძული" გაიხსნება. რეჟისორი უეს ანდერსონი უცხო კაცი ნამდვილად არ არის ბერლინში: უკვე სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, ხოლო 2014 წელს სწორედ მისი ირონიული და უფრო მეტად ელეგანტური ფილმით, „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი" გაიხნა ბერლინის კონოფესტივალი. ასე რომ, ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი.
„ძაღლების კუნძული" ერთგვარი იგავია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის ძაღლების სევდიან ამბავზე მოგვითხრობს - მათ შორეულ ნაგვის კუნძულზე აგზავნიან. თუმცა მათ დასახმარებლად ამავე კუნძულზე 12 წლის ბიჭუნა ჩამოფრინდება, რომელიც თან საკუთარ ძაღლს ეძებს. მოკლედ, ბერლინალე ჰუმანისტურ-ეკოლოგიური გზავნილით იწყება.
თემურ ჯგერენაია
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















