საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართება
საქართველო, თბილისი - 14:58 | 06.11.2018 ნანახია: 1694
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.
#TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018 წლის 1 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.
TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგება 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2018 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 7 ნოემბრიდან ონლაინ პორტალის www.tkt.ge. მეშვეობით. ბილეთის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.
TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს, სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. საქართველოს ბანკთან ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.
მოკლედ TED-ის შესახებ:
TED არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში TED-ი მთელს მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, TED-ი მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და აკისრებს მათ 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. TED-ის ეგიდით გაკეთებული მოხსენებები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებ-გვერდის დახმარებით (www.TED.com.). TED-ის კონფერენციების მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად ”თედის” ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა. საგაზაფხულო TED კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში და საზაფხულო ”თედ-გლობალ” კონფერენცია შოტლანდიაში, ედინბურგში.
მოკლედ TEDx ფორმატის შესახებ:
TEDx გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელია, რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. TEDx არის TED საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით, ადგილობრივ დონეზე და ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც TED-ის ცნობილი კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. TEDx საერთო ნიშანში მითითებული x სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ ”TED-ის” ღონისძიებაზე მიუთითებს. TED-ის ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ TEDx კონფერენციებს, თუმცა ამავდროულად, ცალკეული TEDx ღონისძიებები არსებითად დამოუკიდებელად დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ. დღეისათვის მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტი TEDx ორგანიზაცია არსებობს. საამაყოა, რომ ამ ნოვატორულ და პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილს საქართველოც წარმოადგენს TEDxTbilisi-ით.
პოლიტიკა
- ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი
- ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული მცდელობაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია - არასამთავრობოები ჩხრეკაზე
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ჩხრეკაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს