პოლიცია მზად არის ისევე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:33 | 27.11.2018 ნანახია: 1122
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი.
მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, პოლიციის მუშაობის შედეგად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის ფაქტები იქნა ეფექტიანად აღკვეთილი და თავიდან აცილებული.
როგორც ბრიფინგზე მეზვრიშვილმა განაცხადა, შსს არავის მისცემს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დაიცავს კანონს.
„მოგეხსენებათ, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სრულად არის მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით;
პოლიცია მზად არის ისევე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს;
მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, პოლიციის მუშაობის შედეგად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის ფაქტები იქნა ეფექტიანად აღკვეთილი და თავიდან აცილებული, რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს;
პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენდა რეაგირებას დანაშაულის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები;
სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა. ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში. უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, სადაც მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
ხვალ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი. ასევე, დღის განმავლობაში საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
აქვე მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას;
არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დავიცავთ კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ მიდგომა იქნება თანაბრად მკაცრი;
პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში;
გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















