ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა - საია
საქართველო, თბილისი - 10:36 | 28.11.2018 ნანახია: 879
დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს თუმცა, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისათვის საია-ს დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა (კახეთში -5, ახალქალაქში - 2), რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.
"ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;
ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.
გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.
ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა ნების კონტროლი მიმდინარეობს.
„გლდანის #79, #80, #81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.
ამ დროისათვის დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები:
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია:
გარდაბნის 43-ე უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთის სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრები ახსნა-განმარტებების წერას შეუდგენდნენ.
ამ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში.
უბნის დაგვიანებით გახსნა:
დაგვიანებით, გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.
წილისყრის პროცედურების დარღვევა:
ახალქალაქის #63 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ყველა ფუნქციის გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა ერთად. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამ უბანზე წილისყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა აღმოიფხვრა.
ბათუმის #13 და ქობულეთის #3 და #31 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად წილისყრის პროცედურებში მონაწილეობაზე“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე.
„მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.
არჩევნების პირველ ტურზე ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სპეციალურად მეორე ტურისთვის ახალი დამკვირვებლის მოწმობების ქონა ასეთი დამკვირვებლებისთვის სავალდებულო აღარ იყო.
ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა“, - აღნიშნავენ საია-ში.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















