ის, რომ უკრაინის მოქალაქეებს ოპოზიციის აქციასთან კავშირი ჰქონდათ, ეს მხოლოდ ეჭვია, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს - გახარია
საქართველო, თბილისი - 12:41 | 04.12.2018 ნანახია: 964
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კავშირი 2 დეკემბრის აქციასთან და ოპოზიციურ ძალასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ეჭვები არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„ჩვენ კოლეგებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ, ვნახოთ რა შედეგები დადგება. რა თქმა უნდა ვადგენთ. ეს არის პროცესი და ეს არის ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. ასეთი ეჭვები არსებობს, მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ. გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე. როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფური ვიზიტით, 27 ნოემბერს საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დღეს მე შემიძლია გითხრათ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















