არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, 22 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 10:06 | 05.12.2018 ნანახია: 1039
22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემაში „პირისპირ“.
მისი თქმით, წელს, გასულ წელთან შედარებით სამინისტროს რეაგირება იყო ეფექტიანი და ხარისხიანი
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი, ამ მოკლე დროში, ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















