სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას ითხოვს, რომელიც არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება
საქართველო, თბილისი - 12:16 | 05.12.2018 ნანახია: 1097
29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
აპარატის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება ან, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება მაგალითად არასათანადო მოპყრობას ან სიცოცხლის უფლების ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება.
"ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას. ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობა, რაც მიმდინარე საქმის მასალების გაცნობას ახლავს ზოგადად.
სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა გამოძიების ვადა დაკავშირებულია დანაშაულის ხანდაზმულობასთან, რაც იძლევა ოცდახუთ წლამდე ან ზოგიერთ შემთხვევაში უვადოდ, გამოძიების წარმოების შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად არაერთ საქმეს იხილავს, სადაც დაზარალებულები არასათანადო გამოძიებაზე და ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამ საქმეთა გამოძიება წლები გრძელდება და სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია მათი გაცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტს (ფინეთს, შვედეთს, დანიას, ესტონეთს, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.
ჩვენი რეკომენდაციით სახალხო დამცველს უნდა მიეცეს იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება შევთავაზეთ", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















