ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
საქართველო, თბილისი - 11:09 | 12.12.2018 ნანახია: 2563
ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა.
ჭაბუა ამირეჯიბის დედა იყო მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე. აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი იყო. მწერლის მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა.
თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ მწერალი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ კი გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). თავდაპირველად ჭაბუა ამირეჯიბი მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს (ჩეჩნეთი) აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ მისი მშობლების (რეპრესირებული) და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო. მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ემიგრაციაშია ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო.
მწერლის სამხედრო კარიერა გაგრძელდა საინტენდანტო სამსახურში, რომელშიც გადასვლაში მას დაეხმარა შორეული ნათესავი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი.
იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და თეთრი ლობიო. მწერალი ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მშობლებისა და ნათესავების პიროვნების გარკვევის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავუსფლეს. მწერალი თბილისში ბრუნდება და უნივერსიტეტის მეორე კურსზე განაგრძობს სწავლას.
1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის მონაწილე. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.
სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ფრანსუა ვიიონს იხსენებს.
1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის მონაწილე. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.
სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ფრანსუა ვიიონს იხსენებს.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაჰყვა ცოლად. ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდ დარჩენილ უმცორს დას, ნათიას უვლიდა.
ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავს ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი, დედისა და ბაბუის მსგავსად იურისტი გახდა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.
მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც დაიღუპა. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი - ქუცნა ამირეჯიბი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი - შალვა ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. დარჩა ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















