ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
საქართველო, თბილისი - 12:40 | 25.01.2019 ნანახია: 1243
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც ბესელიამ განაცხადა, მეთოფიშვილის განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება.
“გუშინ მე თქვენ გითხარით, რომ ამ ადამიანზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ, მაგრამ ვიმოქმედებ. რას ნიშნავს ვიმოქმედებ, ახლა კიდევ რომ არ ჩავარდეს პანიკაში და არ ატეხოს ამბავი რომ ზეწოლას ახდენენ, არა! სამართლებრივ რეაგირებას ვაპირებ. იმიტომ, რომ ვფიქრობ, როგორც იურისტი, არასოდეს მე არ მახსოვს, როდესმე რომელიმე მოსამართლეს თავისთვის უფლება მიეცეს და მსგავსი პოლიტიკური განცახდებები გაეკეთებინოს.
ის გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. არ მგონია რომ მარტო თავის თავს ახმოვანებს. მგონია და არაფერი არ მგონია უსაფუძვლოდ, რომ ახმოვანებს გარკვეული ჯგუფის პოზიციას. კიდევ უფრო უარესია ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებმაც აი, ასეთი, სრულიად მიუღებელი ფორმა აირჩიეს პოლიტიკურ გუნთდან, მმართველ გუნდთან დაპირისპირებისთვის. ეს არის პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა ღიად, რისი უფლებაც არ აქვს მოსამართლეს.
ამიტომ მოქმედებაში რას ვგულისხმობ, ვამზადებ საჩივარს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართო. არ შეიძლება ამის რეაგირების გარეშე დატოვება. მოვითხოვ რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება ამ მოსამართლის მიმართ. მაგრამ არ ვუყურებ ამ პროცესს საბჭოს დონეზე დასატოვებელს და ვაპირებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვე, ყველა ისტანციას გაივლის. და ეს იქნება მაგალითი, რომ არასდროს არც ერთმა მოსამართლემ თავს არ მისცეს უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს ღიად და ეს რეაგირების გარეშე დარჩეს. მე მაინტერესებს ეს მოსამართლე, შევარდნაძის დროს პროკურატურაში მუშაობდა, მერე სააკაშვილის დროს საგამოძიებო ორგანოებში. რამე უთქვამს, იმ სრულიად ზღვარსგადასული ამბების გამო, რაც ხდებოდა? მე მახსოვს, რომ ეს ისწლები იყო, როდესაც ეს ბატონო იყო ადამიანისტრაციული კოლეგიის მოვალეობის შემსრულებელი, თავგაჩეხილი, დასისხლიანებული აქციის მონაწილეები მიგვყავდა სასამართლოში და მერე ამათ აპატიმრებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ მმოძალადეები დაესაჯათ. ამ როლში მყოფი ადამიანები რომ ასე გვესაუბრებიან, მე მგონია რომ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ”, – განაცხადა ბესელიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















