ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 09:40 | 19.02.2019 ნანახია: 1994
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
როგორც პალატის ფეისბუკ გვერდზეა აღნიშნული, 15 თებერვალს, ბერლინში გამართულ ავტომწარმოებელ „იაგუარის“ ახალი მოდელების გამოფენა-პრეზენტაციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მიიწვიეს.
გამოფენაზე, ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, ე.წ. სავაჭრო-პალატის წარმომადგენელმა ისაუბრა პალატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა გამოფენაზე სტუმრებს აფხაზური ღვინო და აფხაზური ჭაჭა „აჩარა“ წარუდგინეს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული, სტუმრები განსაკუთრებით აფხაზურ ჭაჭაზე დაფუძნებული კოქტეილებით მოიხიბლნენ.
„ჯი-ეიჩ-ენი“ ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომლის კომენატრსაც მიღებისთანავე გავავრცელებთ.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში ITF SLOVAKIATOUR 2019-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს სლოვაკეთში, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიას სლოვაკეთში ჰქონდა კომუნიკაცია სლოვაკურ მხარესთან, რა დროსაც სლოვაკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„სლოვაკეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სლოვაკეთის მთავრობას ამ გამოფენის ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და გამოფენა ორგანზიებულია კერძო კომპანიის მიერ, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოფენას არ დაესწრებიან სლოვაკეთის ოფიციალური პირები”, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს საგარეო უწყებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















