სექსუალური შევიწროება დაისჯება
საქართველო, თბილისი - 13:03 | 20.02.2019 ნანახია: 1262
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გარკვეულ რეგულაციებს.
კანონპროექტის პაკეტის მიხედვით, რომლის მიხედვით ცვლილებები უნდა შევიდეს შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონში, სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, სექსუალური შევიწროება განმარტებულია შემდეგნაირად:
“პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსებისშელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”.
ცვლილებების მიხედვით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება 1661 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების ცნებას საჯარო სივრცეში. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები დამრღვევის მიმართ. ცვლილება ეხება იმ მუხლებსაც, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა შეადგინონ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ოქმი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის დაკისრებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიღებული იქნეს სასამართლოს მიერ.
კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოებს. საზოგადოებრივ ადგილებში არასასურველი სექსუალური ხასიათის შევიწროება გამოიწვევს პირის 300 ლარით დაჯარიმებას, იგივე ქმედების ჯარიმის გამოწერიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო სექსუალური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ დაჯარიმდება 500-დან 800 ლარამდე.
გამასწორებელი სამუშაოები კი გულისხმობს სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან ოც პროცენტამდე თანხის დაქვითვას.
კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















