სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
საქართველო, თბილისი - 10:44 | 22.02.2019 ნანახია: 1176
21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა.
საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების გაქცევის მცდელობისას მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ციხის თანამშრომლების მხრიდან მომჩივნების არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს დაზიანებები მიაყენეს 2009 წლის 30 მარტს, გაქცევის მცდელობისას, დაკავების დროს ან მოგვიანებით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად. შესაბამისად, მომჩივნების მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. კიდევ ორ მომჩივნის − რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის − მიმართ მსგავსი დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ დაირღვა დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უფლება.
ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6 000-6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000 ევრო განსაზღვრა.
საქმე „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ზემოაღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს 2008 წლის 18 იანვარს მომხდარი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, დაკითხოს ყველა მოწმე და გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის სახით. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციას, ხოლო დანარჩენ პრეტენზიებზე უარი განაცხადა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















