ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:54 | 25.02.2019 ნანახია: 1328
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვისფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული უკავშირდება ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ.
მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი", აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















