შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას - ნათია მეზვრიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:05 | 21.03.2019 ნანახია: 1242
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაესწრო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის მიერ იყო ორგანიზებული. ნათია მეზვრიშვილმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული პროგრესის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"დღეს არის ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება კამპანიას "მე ვირჩევ თანასწორობას,"
რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივით ტარდება. ზოგადად დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს 2018 წელს, როგორც გამოძიების ხარისხის კუთხით, ისე დისკრიმინაციის მოტივების იდენტიფიცირების კუთხით - რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისთვის და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს, განურჩევლად იმისა ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა.
შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს იმ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფზე, რომლებიც ამ კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ. ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ამჟამად იხილება. კანონპროექტი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბაზების შექმნას. ასევე, ზოგადად ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას.
ვისაუბრეთ, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროში გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ინტერნეტსივრცე. ამ დანაშაულმა უკვე ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ბუნებრივია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიება და ვისაუბრეთ ადრეული ქორწინების შემთხვევებზე, რომელიც სამართალდამცველი ორგანოებისთვის ასევე, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, როგორც წესი ხდება დახურულ წრეში და გვაქვს თანამშრომლობის პრობლემები ოჯახის წევრების მხრიდან.
ჩვენ ვართ "ლანსაროტის" საერთაშორისო კონვენციის წევრები და ამ კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მხრივ, " - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















