ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება
საქართველო, თბილისი - 16:51 | 26.03.2019 ნანახია: 1377
ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლო ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება შეფარდის ექსტრადირება.
სასამართლო პროცესზე დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე თანხმობა ჯეკ შეფარდმაც განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე ჯეკ შეფარდი საქართველოში გასული წლის მარტიდან იმალებოდა. მან ბრიტანეთის მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეგობარი გოგო მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეფარდი ქართველ სამართალდამცავებს 23 იანვარს ჩაბარდა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 2015 წლის 8 დეკემბერს, ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, მდინარე ტემზაზე ნავით სეირნობდა. ნავის შეჯახების შედეგად ორივე მათგანი წყალში ჩავარდა. ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო შეფარდის გადარჩენა მოხერხდა. გაირკვა, რომ ნავი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და მასზე არც სამაშველო ჟილეტები იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ მდგომარეობაში ნავით წყალში გასვლა არ შეიძლებოდა.
ვიდრე ქართველ სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა, ჯეკ შეფარდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა.
„ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომლის დროსაც შარლოტა დაიღუპა. პოლიციაც და ხელისუფლებაც თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ნავს ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ჩემი დაცვის მხარის მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს დაზიანებები მას წყლიდან ამოტანის დროს გაუჩნდა. ასე რომ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ავარიის დროს შარლოტა მართავდა ნავს, მაგრამ ეს ფაქტი დაივიწყეს და მედიასაც აღარ უხსენებია. დაწერეს, რომ მე ვმართავდი. ეს არ არის სიმართლე და სასამართლოსაც აღიარებული აქვს, მაგრამ პრესამ დაწერა, რომ მე დავუშვი, დაღუპულიყო“, – განაცხადა შეფარდმა.
შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















