დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას" პრემიერა გაიმართება
საქართველო, თბილისი - 09:31 | 05.04.2019 ნანახია: 2456
5 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკას“ პრემიერა. დადგმა პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა, რომელიც პირველად 2018 წელს იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგოში განხორციელდა. წელს კი მისი პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგება.
„ტოსკას“ დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო დელ მონაკოს, უდიდესი იტალიელი ტენორის მარიო დელ მონაკოს შვილს. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი კარლო ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი.
საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 6, 7, 10, 13, 14 აპრილს.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და მოწვეული საოპერო ვარსკვლავები.
აღსანიშნავია, რომ 5 აპრილის სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღაირებული ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი, რომელიც მე-100ჯერ შეასრულებს პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ სკარპიას პარტიას.
5 აპრილს კავარადოსის როლში იქნება ცნობილი ქართველი ტენორი გიორგი ონიანი, რომელმაც სწორედ ამ დადგმის საპრემიერო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა იტალიაში პუჩინის ფესტივალზე. ტოსკას პარტიას შეასრულებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ხათუნა ჭოხონელიძე.
ოპერა „ტოსკას“ პრემიერა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ღირსების ორდენოსანის, შვაიცერის საპატიო ორდენის კავალერის - ცისანა ტატიშვილის ხსოვნას ეძღვნება.
თეატრის დარბაზებში გამოიფინება ცისანა ტატიშვილის სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები, ფოტოები, აფიშები. თეატრში მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს ქართველი პრიმადონას უნიკალური ჩანაწერები.
ულამაზესი სოპრანო 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ევროპის დიდ თეატრებში დარჩენილიყო, თუმცა თბილისის ოპერის თეატრი ერთადერთი იყო, რომელზეც ქალბატონმა ცისანამ არჩევანი გააკეთა. სტიქიური ენერგია, ულამაზესი ხმა და ექსპრესია კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული, როგორც თბილისის, ასევე მსოფლიოში ცნობილ საოპერო სცენებზე - ტოსკა, ეთერი, აიდა, ამელია, დეზდემონა, ლეონორა, სენტა, რენატა, ებოლი, ჰერტრუდა, სანტუცა, ლაურეტა, ამნერისი, სალომე და სხვა.
ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეს“ შესრულებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა სამეულში დასახელდა. 2010 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 4 წელიწადში 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და მას შემდგომ დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















