თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 11.04.2019
ნანახია: 1115

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა "Daily Sabah" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ათი დაკავებულიდან ცხრა სირიელი იყო, ხოლო ერთი  საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში. 

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე