სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო
საქართველო, თბილისი - 17:03 | 16.04.2019 ნანახია: 1321
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის დამნაშავედ იქნენ ცნობილი ბ.ბ., მ.ვ., ჯ.მ. და ვ.რ., სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის - საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - ი.ბ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის - ნ.ჭ.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბ.ბ.-მ, მ.ვ.-მ, ჯ.მ.-მ და ვ.მ.-მ დაგეგმეს და მოამზადეს სოფ. საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება. ამ მიზნით ბ.ბ.-მ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჯ.მ.-სთან ერთად, ნ.ჭ.-ს დახმარებით შეეცადა მათ გადაზიდვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ლ.მ., რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე საქმის კურსში იყო ი.ბ., რომელმაც მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სააპელაციო სასამართლომ ბ.ბ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა), ჯ.მ. 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობა), მ.ვ.18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება), ვ.რ. 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში დახმარება), ნ.ჭ. 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარება), ლ.მ. 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), ხოლო ი.ბ.376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა).
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.ბ. -ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, ჯ.მ.-ს და მ.ვ.-ს 13 -13 წლით, ვ.რ.-ს 12 წლით, ნ.ჭ.-ს 7 წლით, ლ.მ.-ს 2 წლით, ხოლო ი.ბ. -ს 2 წლით, 1 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















